Address
Bene 3 Pekini ave. Tbilisi, Georgia
monday-friday
10.00-19.00
saturday
11.00-18.00
Great lens for
APS-C
16-29
97°10′ - 64°30′
74°10′ - 45°30′
107°30′ - 74°20′
14/11
7
22-29
0.22
0.15x (at18mm)
Provided
4.0
STM
67
74.6 x 72.0
240
Bene ltd.
store owner
photovideo.ge არის შპს ბენე-ს ონლაინ მაღაზია
პირადი მონაცემები - ერთადერთი პირადი მონაცემი, რომელსაც photovideo.ge საიტის ბაზაში ან მომხმარებელთან პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაციის დროს ინახავს თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით, თქვენი სახელი და გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გახლავთ. ეს მონაცემები ინახება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაცულ სერვერზე, ელ. კომერციის გლობალური ლიდერის მიერ დანერგილი ელექტრონული დაშიფრვისა და განთავსებისთანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და ამ მხრივ მომხმარებელს შეუძლია თავი სრულიად უსაფრთხოდ იგრძნოს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი მესამე მხარისთვის რომელიმე ამ ინფორმაციის გადაცემა არ ხდება არანაირი მიზნით, გარდა საბანკო ინსტიტუტებისთვის,ასევე გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლო ფორს-მაჟორებისა. სხვისი მონაცემების არაკეთილსინდიერად გამოყენების შესაძლო შემთხვევის დროს, photovideo.ge-ს წესებსა და პირობებზე დათანხმება ნიშნავს, რომ დავის შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მომხმარებლის IP მისამართი, რითაც გამოიგზავნა პირველადი განაცხადი და მასსა და photovideo.ge-ს ოპერატორს შორის შემდგარი სატელეფონო კომუნიკაციის ხანგრძლივობა და შინაარსი. ასევე, მიმდინარე და ამ გვერდზე განთავსებული წესები და პირობები. წესებისა და პირობების შეცვლის შემთხვევაში ამ ცვლილების თარიღი დამატებით მითითებული იქნება ამავე გვერდზე. ინტერესის შემთხვევაში ეს მონაცემი შესაძლოა გაკონტროლდეს საიტის ადმინ პანელიდან, სადაც მისი ხელოვნური ცვლილება Shopify-ს შიდა ძრავის მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, თეორიულად შეუძლებელია.
საბარათე მონაცემები - პროდუქციის ბარათით ყიდვის დროს, photovideo.ge არ ინახავს თქვე საბარათე მონაცემებს. დეპოზიტის შემთხვევაში ის გამისამართებთ Unipay-ის (unipay.com) მიერ მხარდაჭერილ სპეციალურ გვერდზე, რომელიც იყენებს "ქართუ ბანკის" დაცულ სერვერსა და გადახდის მოდულს.
სხვა ინფორმაცია - photovideo.ge მისი უკეთ ფუნქციონირების, მომხმარებლისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზების და სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიის განხორციელების მიზნით, განთავსებულია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მიერ შემოთავაზებული სპეციალური და საქვეყნოდ ცნობილი/აპრობირებული ელექტრონული ხელსაწყოები, კერძოდ: FB Pixel - რომელიც აკონტროლებს თქვენს ვიზიტს, დათვალიერებულ გვერდებსა და პროდუქტებს მხოლოდ მაშინ, როცა ფეისბუქში ავტორიზირებული ეწვიეთ ჩვენს საიტს. ამ იინფორმაციის შეგროვება ჩვენს მიერ პირდაპირი სახით არ ხდება და ის სრულად Facebook-ის განკარგულებაშია, ხოლო მისი შენახვა/გავრცელება რეგულირდება აშშ-ს კანომდებლობითა და მისივე წესებით, რომელსაც ეთანხმებით ფეისბუქზე რეგისტრაციის დროს და შეგიძლიათ ცვალოთ თქვენივე ამ სოციალური ქსელის შიდა პროფილის პარამეტრებში Google Analytics - დახლოებით იგივე ფუნქციების მქონე ანალიტიკური ხელსაწყო, რომელიც ინახავს ინფორმაციას ე.წ ბრაუზერის Сookie-ბის მეშვეობით, ასევე თქვენს IP მისამართს, ლოგებს, ქალაქს, ქვეყანასა და ა.შ. ჩვენ არც ამ ინფორმაციას არ ვაგროვებთ და ის თავიდან ბოლომდე Google-ის დაქვემდებარებაშია.
წესები და პირობები - შპს ბენე დომენ photovideo.ge-ს მფლობელი(შემდგომში შპს ბენე) და დამკვეთი/კლიენტი ერთობლივად მოიხსენებიან, როგორც მხარეები და ცალ-ცალკე, როგორც მხარე. მხარეები, ადასტურებენ რა მათ უფლებაუნარიანობას და ქმედუნარიანობას იკისრონ ვალდებულებები და ამ მიზნით თანხმდებიან, შემდეგზე:
წინამძღვრები და პირობები - photovideo.ge არის შპს ბენეს ონლაინ მაღაზია, რომელიც მის მართველობაში მქონე ვებ-გვერდების მეშვეობით კლიენტს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროდუქციას. photovideo.ge საშუალებას აძლევს კლიენტს, ნივთის მიწოდებისას, ვიზუალურად დაათვალიერებინოს შერჩეული პროდუქტი და მოწონების შემთხვევაში იყიდოს ნივთი. შეკვეთის განხორციელება მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია დეპოზოტის განთავსებით. ასევე შესაძლებელია ნივთის ღირებულების ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების გზით გადახდა.
photovideo.ge-ს ვალდებულებები - photovideo.ge, საბანკო ანგარიშზე კლიენტის დეპოზიტის განთავსების მომენტიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს კლიენტის შეკვეთის დამუშავება. ნივთის კლიენტისთვის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 10 სამუშაო დღეს.კლიენტი გადაწყვეტილებას ნივთის შესყიდვის შესახებ იღებს უშუალოდ პროდუქტის მიღების მომენტში, რა დროსაც კლიენტი უფლებამოსილია უარი განაცხადოს შესყიდვაზე და უკან დაიბრუნოს დეპოზიტის თანხა. კლიენტს შეკვეთის გაუქმება შეუძლია ნივთის ჩაბარებამდე ნებისმიერ დროს. მომსახურება დასრულებულად ითვლება ნივთის კლიენტისთვის ჩაბარებისთანავე.კლიენტის მხრიდან მიღებულ ნივთზე პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში, photovideo.ge უზრუნველყოფს საგარანტიო მომსახურებას. კლიენტისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა.
შეკვეთის მიღება - დამკვეთი ვალდებულია შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი ხარისხისა და პარამეტრების შესაბამისობა საიტზე მითითებული შეკვეთის მახასიათებლების გათვალისწინებით. თუ დამკვეთი მიიღებს შეკვეთას ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს და არ აყენებს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა შეთანხმებულ მდგომარეობაში; თუ საქმე ეხება გარეგნულად შესამჩნევ დანაკარგებსა და დაზიანებებს, სასურველია დამკვეთმა აღნიშნული პრეტენზია წარადგინოს შეკვეთის ჩაბარების დღესვე, ხოლო გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანებების შემთხვევაში – ჩაბარებიდან არა უგვიანეს ერთი კალენდარული დღისა.დამკვეთის მიერ წარდგენილი მოთხოვნა (პრეტენზია) კომპანიას წარედგინება წერილობითი სახით. თუ შეკვეთა ნაკლის მქონეა, დამკვეთის მიერ მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენიდან გონივრულ ვადაში კომპანია იმოქმედებს საგარანტიო წესების შესაბამისად. კომპანია ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დამკვეთს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.
მხარეთა პასუხისმგებლობა - თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებათა სრული, ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება.მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.
photovideo.ge-ს ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის გაცვლის პოლიტიკა - პროდუქციაზე რომელზედაც ვრცელდება საგარანტიო პირობები, გამოვლენილი ნაკლის/ხარვეზის გამოსწორების საკითხები დარეგულირებულია შესაბამისი საგარანტიო სერვისით.სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში შეძენილი პროდუქციის შეცვლის ვადა შეადგენს 5-45 კალენდარულ დღეს ქვემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით. ნივთი არ უნდა იყოს გამოყენებული და უნდა იყოს იმ პირვანდელ მდგომარეობაში როგორშიც მომხმარებელმა შეძენისას მიიღო, თავდაპირველი შეფუთვისა და სასაქონლო იერსახის გათვალისწინებით. პროდუქციის გაცვლისას მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს მისი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობა. პროდუქციის შეცვლის შემთხვევაში დასაშვებია გაცვლა იდენტური ან განსხვავებული ღირებულების პროდუქციაზე. ფასთა შორის სხვაობას ერთი მხარე სრულად აუნაზღაურებს მეორეს.
მომხმარებლის მოთხოვნის განხილვის წესი - მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს photovideo.ge-ს ელ-ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე : info@bene.ge და დააფიქსიროს მოთხოვნა. კომპანია მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს და დაუბრუნებს დასაბუთებულ პასუხს მომხმარებელს.
ფორს–მაჟორი - არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით, სოციალური აფეთქებებით და ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ. თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად. მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს.შეტყობინებაში ასახული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი რეგიონის: სავაჭრო, სამრეწველო, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებისთვის.
კონფიდენციალურობა - წინამდებარე წესები და პირობები ატარებენ კონფიდენციალურ ხასიათს და დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია მესამე პირ(ებ)ს გადაეცემა(თ) მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, მხარეთა მიერ წერილობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება: ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად. ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაზეც მხარეები წერილობით შეთანხმდებიან. ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონმდებლობისა და/ან შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნათა შესაბამისად. დამკვეთი წინამდებარე წესებისა და პირობებზე თანხმობით უფლებას აძლევს ისურვეს ურთიერთანამშრომლობის ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს სტატისტიკური და ანალიტიკური მიზნით.
პრეტენზიები და დავები - მხარეები აღნიშნავენ, რომ ეცდებიან ურთიერთნამშრომლობის ეტაპზე წარმოქმნილი ყოველგვარი დავის ან კონფლიქტის თავიდან აცილებას, ხოლო უთანხმოებათა გადაწყვეტას უზრუნველყოფენ ურთიერთმოლაპარაკების გზით. დავის წარმოშობიდან 15 დღის ვადაში კონსენსუსი მიუღწევლობის შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის არჩევით, წარმოქმნილი დავა გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დამატებითი პირობები - ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე სამომხმარებლო წესებითა და პირობებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.დადგენილი სამომხმარებლო წესებისა და პირობების რომელიმე მუხლის, პუნქტის, ქვეპუნქტის, დათქმის, წინადადების ბათილობა არ იწვევს სამომხმარებლო წესებისა და პირობების სრულად ბათილობას.
monday-friday
10.00-19.00
saturday
11.00-18.00